საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ -სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:35, 17 Mar, 2018     1397

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტს Heritage Foundation ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველო -ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს ყველა, დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას, დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმე ეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას სხვადასხვა წლებში ახორციელებდა და ეს 2008 წელს არ დაწყებულა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით საქართველომ შეარჩია ქვეყნის განვითარების დასავლური მიმართულება, გზა, რომელიც ჩვენი ქართული იდენტობის ნაწილია, და რომელიც ევროკავშირში და ნატო-ში შესვლით უნდა დასრულდეს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დღესაც იმკის რუსული ოკუპაციის შედეგებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით განაგრძო.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სახელმწიფოს განვითარება ნატო - სა და ევროკავშირისაკენ.

პრეზიდენტი კვლევით ცენტრში გამოსვლისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ახალი რიტორიკა აქვს, რომელი ძალიან ჰგავს ახალი, ცივი ომის დასაწყისს. რუსეთი პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკიდან ახალი ცივი ომის პოლიტიკაში გადავიდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთიანია, რადგან ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რა რიტორიკითაც საუბრობს.

მისი განცხადებით, თუ ნატო რუსეთის ჩაკეტვას არ შეეწინააღმდეგება იმ პროდასავლური სახელმწიფოებისათვის კარის გაღებით, რომლებიც ალიანსში გაერთიანებისაკენ მიისწრაფვიან, მაშინ დავაზიანებთ საერთო კეთილდღეობას, დაიხურება იმ სასიცოცხლო შესაძლებლობების დერეფანი, რომელიც ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის ასეთი მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მას არ უწევს ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება საქართველოს საჭიროებებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს აშშ-სთან საერთო ღირებულებები, გეგმები და მიზნები აკავშირებს.

საქართველოს დელეგაციას კვლევით ცენტრში Heritage Foundation -ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა და ფონდის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფმა უმასპინძლა, რომელიც შეხვედრის მოდერაციასაც ახორციელებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42