უბედური შემთხვევა დმანისში - ,,არემჯი გოლდის" ტერიტორიის სიახლოვეს მიწა ჩამოწვა და ახალგაზრდა მამაკაცი მოიყოლა
შემთხვევა - 21:43, 16 Mar, 2018     5784
უბედური შემთხვევა მოხდა დმანისში. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თიხას მოიპოვებდა, მიწა ჩამოწვა და ახალგაზრდა მამაკაცი, ალექსანდრე აკოფაშვილი მოიყოლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ,,არემჯი გოლდის" მიერ მიმდებარე ტეირტორიაზე აფეთქებების გამო, დაზიანებული იყო ქანები, რაც მიწის მოწყვეტის მიზეზი გახდა.

უბედურ შემთხვევას წინ უძღვოდა დაპირისპირება თიხის მოპოვების თაობაზე მოსახლეობასა და ,,არემჯი გოლდის" წარმომადგენლებს შორის. როგორც ადგილობრივები ,,ნიუპოსტს" უყვებიან, ტერიტორიიდან, სადაც მოსახლეობა თიხას მოიპოვებდა და მიღებული მცირე შემოსავლით ოჯახებს არჩენდნენ, კომპანიის წარმომადგენლებმა ისინი გაყარეს და იქ სამრეცხაო ააშენეს. ადგილორივების თქმით, ისინი იძულებული გახდნენ სხვა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ თიხის მოპოვება.

მომხდარს ადასტურებს ,,ნაციონალური მოძრაობის" დმანისის საკრებულოს წევრი. როგორც ლევან მოსეშვილმა ,,ნიუპოსტთან" განაცხადა მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ნამდვილად არსებობდა. ,,არემჯი გოლდის" წარმომადგენლები მათ არ აძლევდნენ საშუალებას თიხა მოეპოვებინათ, შესაბამისად სხვა ადგილზე გადაინაცვლეს და მოხდა ეს ფაქტი და დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი" - აცხადებს მოსეშვილი.

დაშავებულ მამაკაცს სახის ძვლების მოტეხილობა აქვს მიღებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ბოლნისის საავადმყოფოდან შესაძლოა თბილისში გადმოიყვანონ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42