სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო 9 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაჯარიმებული კომპანიებს შორის მოხვდა “მწვადიაური” (მიკვლევადობის დარღვევა), “რესტორანი თევზის სახლი” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია) , “კერია” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია), “ტეხასი” (ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო), “ლაკადა” (ეტიკეტირების წესის განმაორებითი დარღვევა), “ფაიტონი” (ეტიკეტირების წესის განმაორებითი დარღვევა), “ბაბილო” (ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო), “თარშე” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია) და “კახელები” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია).
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში: “ლუდის მოედანი”, “წისქვილი” და “ჭაშნაგირი”.
მასალის გამოყენების პირობები






