გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 19:02, 16 Mar, 2018     1484

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, სულეიმან სოილუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სულეიმან სოილუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების მიერ შეტანილი წვლილი. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თურქეთის პოლიციის ახალი ატაშეს დანიშვნის საკითხიც განიხილეს.

გიორგი გახარიამ სულეიმან სოილუს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარზე უმჯობესდება რისკების ანალიზის სისტემა, ასევე, გრძელდება საზღვრის მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზღვრის ეფექტიანი მართვის წინაპირობაა.

მხარეებმა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისიის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააღრმაონ ორმხრივი თანამშრომლობა ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42