„სითი პარკის“ იურისტებმა მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად საილუსტრაციოდ მასალები წარმოადგინეს
პოლიტიკა - 18:54, 16 Mar, 2018     1178
თბილისის მერიამ კომპანიასითი პარკსხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკისფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სითი პარკში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას „სიტი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. პრეკონფერენციას ესწრებოდნენ „სიტი პარკის“ გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი, კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხეს.

„მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა პარკირების ნიშნების და მონიშვნების არასათანადოდ, არაჯეროვნად აღჭურვა. სწორედ ამიტომ შპს „სითი პარკს“ მიაჩნია, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კონტრაჰენტის მიერ შეწყდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას - 13 მარტს, კერძოდ, ერია არ დაელოდა სასამართლოს დაედგინა მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არ მოითხოვა კომპანიის იმ დღისათვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში და არ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ „სითი პარკი“ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ამასთან, არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში,“ - განმარტა თამარ შუბითიძემ.

პრესკონფერენციაზე „სითი პარკის“ იურისტებმა მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი, მათ მიერ მოწოდებული ფოტოები წარწერით „აკლია ნიშანი“ წარუდგინეს, თუმცა მათივე ფოტოზე მკაფიოდ ჩანდა პარკირების ნიშანი.

განკარგულებიდან ირკვევა 32 157 პარკირების ადგილიდან მათი შეფასებით 751 ლოკაციაზე გამოიკვეთა პრობლემა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოგზავნილ საქმის მასალებში მერიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უფრო მეტად ვლინდება ვიდრე კომპანიის. მაგ: პარკირების ზონის გაუქმების გარეშე მერიამ დაამონტაჟა ამკრძალავი ნიშანი, სითი პარკის დამონტაჟებული პარკირების ნიშანი კი პოლიეთილენის პარკით დაფარა. სწორედ ზემოაღნიშნულის მსგავსი ფაქტები გახდა საფუძველი სარჩელით მიგვემართა სასამართლოსთვის, ვინაიდან როგორც ოქტომბერში ისე ამჯერად კომპანიას აქვს სათანადოდ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომ არ არსებობდა განკარგულების არც სამართლებრივი, არც კანონიერი და არც მიზნობრივი საფუძვლები,“ - ითქვა პრესკონფერენციაზე.

გასათვალისიწნებელია, რომ კომპანიას არასოდეს ჰქონია ვალდებულება, რომ აეშენებინა ახალი მიწისზედა ან მიწისქვეშა პარკინგები. კომპანიის ვალდებულება იყო მოეწყო მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე პარკინგის ტერიტორიები: დაეხაზათ ქუჩები და დაემონტაჟებინათ ნიშნები.

პრესკონფერენციაზე ასევე შეეხნენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის საკითხს, რაც „სითი პარკის“ უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. კერძოდ, მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა შეზღუდული იყო კანონმდებლობით სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის, შშმ პირისთვის გამოყოფილი საპარკინგე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისა და ფეხით მოსიარულეების გადასასვლელ ადგილებზე. ინსპექტორები დღესაც ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზის გასუვეს დღეს არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, დედაქალაქის მერის განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, ხშირია შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან „ვიმედოვნებთ სამართალდამცავები ისევე განაგრძობენ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. კომპანიის ინსპექტორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ინსპექტირებისას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. კომპანია არ დაუშვებს შპს „სითი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო,“ - განაცხადა ნანუკა ავალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42