ვაკის რაიონში საყრდენი კედლების მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:09, 16 Mar, 2018     1308
ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16, მე-12 კორპუსებთან და სოფელ თხინვალაში, აბულაძის I შესახვევში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რაიონში დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

„თითოეული პროექტის განხორციელებამდე ყოველთვის ვცდილობთ, ადგილობრივ მცხოვრებლებს შევუთანხმოთ, როგორი სახით სჭირდებათ სპორტული მოედანი, სკვერი თუ გზა. მათთან შეთანხმების შესაბამისად ვადგენთ პროექტს და შემდეგ ვახორციელებთ. დღესაც, რამდენიმე მისამართის მცხოვრებლებს შევხვდით და მათთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სოფელ თხინვალაში გეგმის თანახმად, ფერდობის დამჭერი კედლის სიგრძე 64 მ, სიმაღლე კი - 4,5 მეტრი იქნება, ხოლო ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტალში 2.5 მეტრის სიმაღლის, 21.4 და 13 მეტრის სიგრძის კედლები აშენდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უახლოეს მომავალში ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ში შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და ტერიტორიაზე ფიტნეს ზონის მოწყობა იგეგმება.

გარდა ამისა, პიკასოს ქუჩაზე, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო, ახალი საფუძველი მოეწყო, ამჟამად კი, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42