თბილისის ვიცე-მერი „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:11, 16 Mar, 2018     1344
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გატარდება.

შეხვედრაზე საუბარი კომპანიის მხრიდან მოვალეობების გადაბარების პროცესს შეეხო. ასევე აღნიშნა, რომ 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს. 10 აპრილის შემდეგ კი, პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.

„შეხვედრის მიზანია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ის ორგანიზაციული ღონისძიებები სათანადოდ გავატაროთ, რომელიც პარკირების სისტემის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად არის საჭირო. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მათთან ერთად მოგვიწევს იმისთვის, რომ პროცესების გადმობარება სათანადოდ მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

„სითი პარკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გადაბარების პროცესს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რათა ქალაქში პარკირების მენეჯმენტი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.

„დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც გადაბარების პროცესთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს“, - განაცხადა კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42