"რუსეთს ჩვენი პარტნიორების ჩართულობით უნდა ვესაუბროთ" - როგორ აფასებს პრეზიდენტი კვირიკაშვილის მიერ რუსეთში გაგზავნილ წერილს
პოლიტიკა - 15:20, 16 Mar, 2018     1535
საქართველოს პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიწერილ წერილზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით უმჯობესი იქნება, თუ პრემიერის და რუსეთის ხელისუფლების მიმოწერის შესახებ თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს:

„როდესაც გავრცელდა ეს განცხადება მე გავიგე მედიიდან, არ ვიყავი თბილისში, ბრიუსელში მიდიოდა ჩემი სამუშაო შეხვედრები, ამიტომ მაინცდამაინც ამ განცხადების განმმარტებლად ვერ გამოვდგები. ამ მიმოწერის კომენტირება მაინც უფრო ჯობია, როდესაც მე დავბრუნდები საქართველოში.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით საქართველომ რუსეთთან საუბარი პარტნიორების ინტენსიური ჩართულობით უნდა აწარმოოს, რადგან ლონდონში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ საქართველოსაც და მის დასავლელ პარტნიორებსაც ერთნაირი პრობლემები აქვთ:

„მე გამოვდივარ ბრიუსელში სტრატეგიული მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე ამოწევის იდეით და ეს განხორციელდა, მე გამოვდივარ საქართველო-ამერიკის მხარდამჭერის აქტის შემუშავების იდეით . რაც შეეხება რუსეთს, მე მიმაჩნია რომ რუსეთთან საუბარი არის ამ კონტექსტის ნაწილი, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენი პარტნიორების ინტენსიური ჩართულობით. შევხედოთ რაზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: მკვლელობებზე. ჩვენც ხომ იგივე ტკივილით ჩმაოვედით ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ჩვენი თანამებრძოლი, მშვიდობისმყოფელი ერაყში, რომელმაც დაამთავრა თავისი მისია და იყო მოქალაქე, მოკლეს. იმის შემდეგ რაც მოკლეს, მისი გადმოცემის პრობლემაა. ეს არის ის ფონი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მეორდება, ცხინვალშიც და ლონდონშიც. ამაზეა საუბარი, ჩვენ ერთნაირი პრობლემები გაგავაჩნია. შესაბამისად მიმაჩნია, რომ როდესაც ბევრი ქვეყანა გაერთიანებული ვართ, როგორც ღირებულებებით, ასევე ამ ღირებულებებიდან გამომდინარე პრობლემებით და პრობლემების ადრესატია რუსეტი, რუსეთს ერთად უნდა ვესაუბროთ.

ფონი არის ტრაგიკული, ამავე დროს ჩვენი ხმისთვის , ჩვენი პრობლემების გამოკვეთისთვის კარგი ფონია, ასე რომ ჩვენ კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ ჩვენი ერთიანი პრობლემების. ჩვენ ტრაგედიებზე ვსაუბრობთ, ლონდონის ტრაგედიაზე, ცხინვალის ტრაგედიაზე. რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ რომ კონფორტის ზონიდან გამოვიდნენ, პრობლემების მიჩუმათებით არაფერი გადაწყდება. ეს არის ახალ ვექტორზე გადასვლის დრო ბრიუსელისთვის და ეს არის დრო რომ ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქრტი შეიქმნას. ეს არის დრო იმისთვის რომ გაიაზრონ, რომ მკვლელობა მკვლელობაა, არ აქვს მნიშვნელობა ლონდონში მოხდება თუ ცხინვალში. ადამიანის სიცოცხლე ყველგან ფასეულია, აი ამის მომენტია ახლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42