„ნება მომეცით ეს საკითხი ორ ნაწილად გავყო, პირველი არის სამეცნიერო წრეები, რომლებიც მსჯელობენ საკითხებზე და ხშირად ძალიან საინტერესო იდეებს განიხილავენ, ამასთან ნებისმიერი მსჯელობა იმ პათოსით, რომელიც არის სწორი, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების მოკავშირე და როგორც აშშ-ის ასევე საქართველოს ინტერესებშია რომ მალე გახდეს ნატოს წევრი, ამ პათოსის, ამ სათაურის ქვეშ ყველა მსჯელობა არის საინტერესო, მაგრამ დღეს პოლიტიკურ კონტექსტში, განვასხვავოთ ექსპერტული სფეროსგან, ეს საკითხი არ დასმულა. შესაბამისად აქ რაიმე პასუხის გაცემა ან პოზიციის დაფიქსირება ნაადრევად მიმაჩნია.
საქართველოს უსაფრთხოების დაცვა არის ქვეყნის სტრატეგიული, დემოკრატიული განვითარების წინაპირობა. ჩვენ ამ უსაფრთხოებას უნდა მივაღწიოთ. ამ უსაფრთხოების წინაპირობა ვერ იქნება, ვერანაირი შებღალვა ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის, დანარჩენი საკითხები არის მოლაპარაკების თემა.“- განაცხადა მარგველაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






