"მე მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს დღეს"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:13, 16 Mar, 2018     1631

საქართველოს პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო დაახლოებაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი აშშ-ში ვიზიტის მიზანი აშშ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაა.

„ვაშინგტონში ვიზიტის მიზანია, ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ემოციურად ყოველთვის მდიდარია ვაშინგტონში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მე ვხედავ მეგობრებს, რომელთანაც არ მჭირდება არავის დარწმუნება ჩვენს თანამშრომლობაში, ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ ჩვენს სტრატეგიაზე.“- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ მოხდება წარმატებული პარტნიორობის აღიარება და ალიანსის ნაბიჯებიც შესაბამისი იქნება: „რას მოველით ჩვენ ამ საიუბილეო წელწადს? ჩვენ მოველით იმას, რომ მოხდება იმ ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება და შესაბამისად დაფიქსირება, რომელიც საქართველომ და ნატომ განვლეს ამ 16 და 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ველით ჩვენი წარმატების აღიარებას და ადეკვატურად ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი და მეტიც, ამ ყველა მექანიზმში და მოთხოვნაში, რაც არსებობს ალიანსის მიერ, ყველგან ვართ საუკეთესოები ასპირანტებს შორის. კითხვის ნიშნები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. როდესაც არის ჩვენ რეფორმებზე, ჩვენ მონაწილეობაზე რთულ წერტილებში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამავე დროს ფორმატი იმისა, რომ ნატო არის არა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, არამედ კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა . ეს ალიანსი, რომლისკენაც ჩვენ ძალიან სწორად მივისწრაფვით და რომლის გარდაც საქართველოს სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გააჩნია, გვიფიქსირებს ჩვენ შემდეგ პროცედურულ დინამიკას, ჩვენ აუცილებლად მაპის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. რა არის ჩვენი სურვილი და ამბიცია? ჩვენი ამბიცია არის წევრობა. მაგრამ მაპი არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ამ საკითხს ვამუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენი ამბიცია მარტივად არის რომ გავხდეთ ნატოს წევრები, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ამაზე ჩვენ პარტნიორებთან ვმუსაობთ. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს დღეს, რა ნაბიჯებია გასავლელი, არა ჩვენი მხრიდან, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და რაზე არის მზაობა, ამაზე მიდის მუშაობა.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42