"გამოთქმული კრიტიკა უპასუხისმგებლო და უშედეგოა" - მიხეილ ჯანელიძე მოძრაობა "საქართველოსთვის" პასუხობს
პოლიტიკა - 14:02, 16 Mar, 2018     1410
საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მოძრაობა "საქართველოსთვის" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

მინისტრი მიესალმება ახალგაზრდების შეფასებას თუმცა, მისი თქმით, ყველა გამოთქმული მოსაზრება უპასუხისმგებლო და უშედეგოა.

"პირველ რიგში, მსურს მივესალმო ახალგაზრდებს, რომლებიც მიუხედავად პარტიული და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისა, ერთიანდებიან და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თავისუფლად.

სწორედ, აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მთავრობის გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, ეს არის ის მონაპოვარი, რითაც ჩვენი მთავრობა ამაყობს დღეს, და რამაც უზრუნველყო დემოკრატიის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და განსაკუთრებული პროგრესი ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

ჩემი, ისევე როგორც მთავრობის, გაცხადებული მიზანია მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო დიალოგისა და ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე პირადად, ყოველ კვარტალში, მაქვს შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, სადაც ვიხილავთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენ, გასულ წელს, ჩავრთეთ სამოქალაქო სექტორი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, რამაც შედეგად მოიტანა ამბიციური დოკუმენტის შემუშავება და მოლაპარაკება ევროკავშირთან, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მეტი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

დემოკრატია, ევროპული ფასეულობების განუხრელი დაცვა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობა, არის უაღრესად მნიშვენლოვანი ჩვენი ურთულესი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსული ოკუპაციის დასრულებას, რომელიც ღიად 2008 წლის შემდეგ ხორციელდება.

ეს არის პროცესი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა განახორციელოს, თუ გვინდა რომ წარმატება გვქონდეს. ამ პროცესს სჭირდება გონივრული ნაბიჯების გადადგმა და არა ემოციებზე დაფუძნებული ან/და პოპულისტური განცხადებები, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. მთავრობა სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მართებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა, განსაკუთრებით ისეთ საკითხზე, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი.

ჩვენც გვაქვს უფლება, არ მივიღოთ ის კრიტიკა, რომელიც ჩვენი აზრით, უპასუხისმგებლოა და უშედეგოა.

რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ საქართველოს პრემიერ მინისტრის პოზიციასა და მიდგომას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42