სამხედრო მოსამსახურეებს სააქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცეს და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს.
საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ახალწვეულებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ პირადი შემადგენლობა მამა მიქაელმა დალოცა. ღონისძიების ბოლოს კი, საბავშვო ანსამბლმა „შავნაბადამ“ მოწვეული სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულა.
დღესვე, 12-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური გვარდიის 20-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






