"ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი ვართ"- „სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 12:49, 16 Mar, 2018     1639
„სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. ლაჰავი დღეს თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, მერიამ უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენა არაკეთილსინდისიერი გზები.

მეტიც, „სითი პარკის“ გენერალური მენეჯერის თქმით, კომპანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია.
ბენიამინ ლაჰავი ირწმუნება, რომ სიმართლეს არ შესაბამება თბილსის მერის განცხადება, რომლის მიხედვითაც „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მერიამ მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა.

"უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელი დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროსცეში კომპანიის კომოანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ვიმედოვნებ, ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია, რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებეს როგორც ქვე-კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე"- განაცხადა "სითი პარკის" წარმომადგენელმა.
ბენიამინ ლაჰავი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება ტელეეთერით შეიტყვეს.

"მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ „სიტი პარკის“ მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ბოლოს როგორც სითი პარკის გენერალური მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია თნამშრომლები უსაფრთხოება. ბატონო მერო, თქვენმა სატელევიზიო განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ხმა მოგცეს თქვენ და სიცოცხლით სავსე ქალაქს. მოგიწოდებთ, გააკეთოთ მკაფიო განცხადება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინსპექტორების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოთ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. თქვენდამი ღრმა პატივისცემით ბატონო კახა არავის და მათ შორის თქვენ, როგორც ქალაქის მერს არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ მათ და აღნიშნოთ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენ.

თბილისის ამჟამინდელი მთავრობა ვერ იაზრებს „სიტი პარკის“, მისი ყოველი თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამუშაოების მასშტაბს. თქვენ აღნიშნეთ, რომ სატრანსპორტო კომპანია მზადაა საკუთარი რესურსებით იმუშაოს 3 კვირის შემდეგ. იქნებ ღირდეს და გააცნოთ მოსახლეობას თქვენი სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „სიტი პარკმა“ უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა ლაჰავიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42