"ეს ნამდვილად სწორი იდეაა, დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხების და პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი არ გამოვა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც ვერ მიუღია სანქციების პაკეტი. სანქციების პაკეტის არმიღების შემთხვევაში, თეორიული შანსიც, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს, არ იარსებებს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. სასიხარულოა, რომ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში, ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას კი, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






