„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააღრმავეს ურთიერთობას ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ინიციატივა დადებითად იქნება მიღებული აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში. განსაკუთრებით მისასალმებელია პრეზიდენტის ეს განცხადება პრემიერის განცხადების ფონზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხაზს ატარებს, რომელიც პასუხისმგებლობას ხსნის რუსეთს, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. სასიხარულოა, რომ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში, ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას კი, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






