კეთილსინდისიერების გარემოს თვითშეფასების სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის 13-15 მარტს გაიმართა. IntoSAINT-ის ექსპერტებმა მონაწილეებს IntoSAINT-ის კეთილსინდისიერების თვითშეფასების მეთოდოლოგია გააცნეს და სამუშაო რეჟიმის ფარგლებში ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რისკების მართვასა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ორგანიზაციის კეთილსინდისიერების გარემოს გასაუმჯობესებლად.
IntoSAINT-ის ექსპერტებმა სამსახურის მენეჯმენტს IntoSAINT კეთილსინდისიერების თვითშეფასების მეთოდოლოგია, ჩატარებული თვითშეფასების შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.
IntoSAINT წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) თვითშეფასების პროგრამას, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს კეთილსინდისიერების პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები






