იან კელი: „არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა“
პოლიტიკა - 11:02, 16 Mar, 2018     1827
ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივის განხილვისას, საქართველოში აშშ-ის ელჩი ფასეულად თვლის „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის იდეას: საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დროებით გაუვრცელებლობის პირობით.
იან კელიმ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში აქტიურად მსჯელობენ ნატოს გაფართოებასა და ამ საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე.
რაც შეეხება ლუკ კოფის ნაშრომს, ელჩმა აღნიშნა: „მე ეს იდეა ფასეულად ჩავთვალე იმის გამო, რომ ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს და ის ძალიან რეალისტურადაც მიმაჩნია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის რუსეთი. ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს და ორივეს ტერიტორიის ნაწილი წაგლეჯილი აქვს და მათი საზღვრები დარღვეულია. რაც შეეხება მე-5 მუხლის გავრცელების საკითხს და რაც შეეხება შეჭრას, ალიანსის მიერ დასაცავი ტერიტორიის განსაზღვრას, ამაზე უნდა იფიქროთ. არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა და გაწევრიანებამდე შეუდგნენ მის მოგვარებაზე ზრუნვას. ესენია: საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია. კონკრეტულ მომენტში, საქართველოს მოუწევს იმავეს გაკეთება“, - აცხადებს ელჩი და ფიქრობს, რომ ლუკ კოფის ნაშრომი ამ საკითხის ხაზგასმის რეალურ მიზანს ემსახურებოდა.
„მის დოკუმენტში მთავარი სიტყვები იყო „დროებითი შეჩერება“. საქართველომ არასდროს უნდა დათმოს ტერიტორიული მთლიანობა! არ უნდა თქვას უარი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოს პრინციპზე! თუმცა, გერმანიის მსგავსად დროებით უნდა დათმოს ერთიანობის პრინციპი. საქართველოს მოუწევს ამის წინაშე დადგომა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად.


წყარო radiotavisupleba.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42