თბილისის მერი საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პოლიტიკა - 10:49, 16 Mar, 2018     1294
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება ავტომანქანებს დაზიანებისგან დაიცავს და ტრანსპორტის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

„ძალიან ბევრი უკმაყოფილო მძღოლია, რადგან მოუწესრიგებელია ეს ინფრასტრქუტურა. ეს საკითხი პირველ რიგში მოგვარდება იქ, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენთან ერთად მუშაობს GWP, სილქნეტი და მძღოლებს მალე ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება დედაქალაქის მერიამ ერთი კვირის წინ დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი საკომუნიკაციო ჭების სახურავების ასფალტის საფარის ნიშნულთან გათანაბრებას ითვალისწინებს. სამუშაოები ჩატარდება როგორც საკანალიზაციო, ასევე, სანიაღვრე ჭებზე.

პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე: რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებზე, ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორთან ერთად, რამდენიმე საკომუნიკაციო კომპანია აწარმოებს. რეაბილიტაციის პროცესი, დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42