აზერბაიჯანმა, საქართველომ, ირანმა და თურქეთმა ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატი დააფუძნეს
პოლიტიკა - 18:47, 15 Mar, 2018     2329
​ბაქოში ოთხმხრივ ფორმატში, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს - ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმის, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამმხრივ ფორმატებში, თუმცა ოთხმრივ ფორმატში არსებობს ახალი შესაძლებლობები და ჩვენი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული რეგიონის სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მეტი ხალხთაშორისი კონტაქტებისთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელიც ამ ფორმატისთვის სახელმძღვანელო იქნება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, პირველ რიგში კი ეს ეხება სამხრეთ დასავლეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველოს, ოთხივე ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივი ფორმატში სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42