საქმე ეხება "ქართული ოცნების" წევრების შეფასებას, რომელიც მათ პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ერთობლივი პოზიციის შეფასებისას გააკეთეს.
დეპუტატი აცხადებს, რომ უმრავლესობის განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ერთხელ მაინც ვიხილოთ, ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი, რომელიც პასუხისმგებიანი იქნებოდა, ჩვენ ვხედავთ მორიგ შეურაცხყოფას, რაც "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია. როდესაც ისინი განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს ისმენენ, იქნება ეს ოპოზიციური პარტია, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი თუ ევროპარლამენტი, ნებისმიერ კრიტიკული აზრის შემთხვევაში მათი მხრიდან არის უსაგნო შეურაცხყოფა. ქართული ოცნების დეპუტატების რეაქცია ჩემთვის სულ არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ ხელისუფლების ხელში ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესები ილახება და საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის ევრო-ანლანტიკურ არჩევანს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თინათინ ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






