"პარტიები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც განცხადებებს ავრცელებენ..." - კილაძის პასუხი ოპოზიციის განცხადებაზე
პოლიტიკა - 17:29, 15 Mar, 2018     989
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით 12 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წევრის თქმით აღნიშნული პარტიები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ამითომ მმართველი გუნდი მათ წინაშე ანგარიშვალდებული არაა:

„ის რომ კიდევ რაღაც დამატებითი ფორმატები შევქმნათ და ვიღაცეების პარტიული ინტერესებისთვის იქნას ეს გამოყენებული, ეს მემგონი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება. პარტიები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც განცხადებებს ავრცელებენ, იმ ფონზე, როდესაც ამ პარტიებს საერთოდ არ აქვთ და არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდნენ . ამ ფონზე მე არა მგონია, რომ ჩვენ ანგარიშვალდებულები ვიყოთ ამ პარტიების წინაშე და ისე მოვიქცეთ, როგორც ისინი იტყვიან“- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რამდენიმე მოთხოვნაა:

• პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში;

• მარტის თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დე-ოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად;

• დროულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ;

• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42