ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების პროცესი გაგრძელდეს - ილია II
პოლიტიკა - 16:19, 15 Mar, 2018     1763
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იან კელისთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპატრიარქო ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დაახლოების პროცესი გაგრძელდეს:

„ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.

ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე.

მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს.

მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება.

რაც შეეხება ეკლესიას, - ზოგიერთს ბოლომდე არ ესმის მისი როლი, მისი მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში. ქართველი არასდროს ყოფილა ფანატიკოსი, ის იყო და არის ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი.

ზოგიერთს უკვირს ისიც, თუ რატომაა ეკლესიის ავტორიტეტი მაღალი საქართველოში, ეს იმიტომ, რომ იგი იცავდა თავის კულტურას, ენას, თავის წარსულს და ეს ხალხის ინტერესიცაა.

როგორც ვთქვი, თქვენ რთულ დროს მოგიწიათ ელჩის მოვალეობის შესრულება, თორემ უფრო მეტი შთაბეჭდილება გექნებოდათ აქაურობაზე.

მაგრამ იმედი მაქვს, არ დაივიწყებთ საქართველოს და შეიძლება ელჩის მოვალეობით არა, მაგრამ ისე ხშირად ჩამობრძანდეთ ჩვენთან.“- განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42