საქართველოს პრეზიდენტმა NDI- ის პრეზიდენტ კენ ვოლაკს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა
პოლიტიკა - 15:39, 15 Mar, 2018     951
ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა და გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტ კენ ვოლაკს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. მიღებას ესწრებოდნენ ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური წრეების ლიდერები.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, NDI- ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, რომელიც შეხვედრას კენ ვოლაკთან ერთად ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NDI - ში მუშაობისას ურთიერთობდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და ამ ღირებულებების გაზიარება იყო მათი მოწოდება და არა მხოლოდ საქმიანობა.

"მადლობა იმ შანსისა და შესაძლებლობისათვის, რომელიც მომეცა ამ ინსტიტუტში მუშაობისას. მიზანი - აგვეშენებინა უკეთესი საქართველო, ქვეყანა, რომელიც დინამიურად და უკეთესად ვითარდება. აქ ვისწავლე რამდენად ეფექტიანია დემოკრატია, დეტალები, როგორ ხორციელდება ის რეალობაში. ამან გახადა საქართველო უფრო სტაბილური",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას უფრო ძლიერად შეუძლია გაუძლოს უსაფრთხოების გამოწვევების.

"აშშ-ში ჩამოსვლისას ჩემი განცდა არის შვება, რომ გავუზიარო საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ხედვები და დავსახო სტრატეგიები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცის დარწმუნება, ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და ამერიკის ადმინისტრაციასთან ვსაუბრობთ იმ ტაქტიკაზე, როგორ მივაღწიოთ მიზნებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა NDI- ის პრეზიდენტს კენ ვოლაკს გაწეული სამსახურისათვის, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და აღნიშნა, რომ ეს სტატუსი, სიცოცხლის ბოლომდე, ქართველი ერის ერთგულებას გულისხმობს.

NDI- ის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სწრაფვას ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, კიდევ უფრო გაძლიერდება და განახლდება თუ მიიღებს ისეთ ახალგაზრდა, განვითარებად და ძლიერ დემოკრატიებს როგორიც საქართველოა. მადლენ ოლბრაიტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას განავითაროს და გააძლიეროს ღია მმართველობა.

"ჩვენი საერთო მიზანია, მოვახდინოთ დემოკრატიისა და მომავალი კეთილდღეობისადმი ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზება. ქართველმა ხალხმა ნათლად დააფიქსირა ევროპული მისწრაფებებისადმი საკუთარი პოზიცია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მოსვლისას და უდავოა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია", - აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42