ადგილობრივების თქმით, 14 წლის ბიჭს, მამის კუთვნილი იარაღი გაუვარდა, რომელიც სტუმრად მყოფ გოგოს მოხვდა და გარდაიცვალა.
როგორც "ნიუპოსტთნ" ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდის მამა ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. გარდაცვლილი, 26 წლის ახალგაზრდა კი აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდა, მას დასავლეთში სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.
"ნიუპოსტი" კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში დეტალებზე არ სუბრობენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოზარდი ამჟამად დაკავებული არ არის, ის პოლიციამ ტრაგიკული შემთხვევის დღესვე გამოკითხა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არასრულწლოვანის მამა ძალოვანი უწყების თნამშრომელია, აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.
"იარაღი ჩვენ თანამშრომელს არ ეკუთვნის"- უთხრეს "ნიუპოსტს" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ,გლდანში მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო იძიებს.
შემთხვევა, 2 დღის წინ გლდანის პირველ მიკრო რაიონში მდებარე დევნილთა დასახლებაში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






