"ევროპული საქართველო" ჟენევის მოლაპარაკებების წინ, პარლამენტში პრემიერის გამოცხადებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:42, 15 Mar, 2018     1208
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადებას ითხოვს, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ტვიტერზე გაკეთებული განცხადების გამო კი შეშფოთებას გამოთქვამს.

"მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინიტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

ამავე დროს, მიგვაჩნია რომ არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში, დიდი ბრიტანეთი აპირებს „მაგნიტსკის სიის“ საკუთარი ვერსიის მიღებას, რომელშიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. კონკრეტული პიროვნებების მიმართ გატარდება მკაცრი პერსონალური სანქციები. ამ ფონზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს და დიდი იმედი გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

ამავე დროს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას" - აღნიშნავენ "ევროპულ საქართველოში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42