კახა კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 13:37, 15 Mar, 2018     1418

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საკომუნიკაციო ქსელისა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ დიღომში, სადაც 1,8-კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოასფალტება. აქ გზაზე არსებული მდგომარეობა სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში. არსებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტი ზაფხულის დასაწყისში დასრულდება. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბურად დაიწყება. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, ყველა უბანში ვაპირებთ არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას“-განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ, ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 828,037,36 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42