15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
პოლიტიკა - 13:34, 15 Mar, 2018     893

ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის თქმით მიმდინარე წელს ქართული არტილერიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით და ნატოსთნ მეტი თავსებადობის მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი. ამჟამად შეიარაღებული ძალების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ყველა საარტილერიო ბატალიონში ერთნაირი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.

სამანევრო ბრიგადების საარტილერიო ბატალიონებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, მათ შორის, ბუქსირებადი საარტილერიო ქვემეხების თვითმავალი საარტილერიო სისტემებით ჩანაცვლება, რითაც მოხდება მობილურობისა, მანევრირების შესაძლებლობებისა და სროლის მანძილის გაზრდა.

არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა შეცვალა.

ღონისძიების ფარგლებში 53-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. დღესვე არტილერისტები უწყებრივი მედლებითაც დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.

არტილერიის დღე ვაზიანში ქვედანაყოფში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42