"23 ჯაშუშის გაძევებაზე ადეკვატური, რუსი ოლიგარქების ქონების დაყადაღებაა" - რა პასუხს გასცემს ბრიტანეთის „სუსტ ნაბიჯს“ „მობილიზებული“ რუსეთი
პოლიტიკა - 13:25, 15 Mar, 2018     2310
დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ფედერაციის დაპირისპირება - მსოფლიო პოლიტიკის ახალი აქტუალური თემა, რომელიც გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს განხილვის მთავარი საკითხი გახლდათ.

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, რუსეთი დიდ ბრიტანეთს მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს - შედეგად კი, ტერეზა მეიმ გუშინ გააკეთა განცხადება და სანქციები აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს, რომლებსაც სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვასთან აქვთ კავშირი.

ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას საკითხს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს, რომელიც მიიჩნევს, რომ დიდმა ბრიტანეთმა სუსტი ნაბიჯი გადადგა რუსეთის წინააღმდეგ, ეს კი შესაძლებელია იმით იყოს გამოწვეული, რომ ბრიტანეთი და მისი ეკონომიკა ამ ეტაპზე სუსტ ვითარებაშია:

“ჯერჯერობით არანაირი სერიოზული დაპირისპირება არ არის, უფრო მკაცრ პასუხს ველოდი და რაც ახლა ვიხილეთ, ეს არ არის ადეკვატური პასუხი იმაზე რაც უკვე მერამდენედ გააკეთა რუსეთმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 23 ჯაშუშის გაძევება ძალიან სუსტი პასუხია. მე ადეკვატურად მიმაჩნდა, რომ მომხდარიყო დაყადაღება კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ქონების ინგლისში, ასე მარტივად ალბათ ვერ შეეხებიან აბრამოვიჩს, რადგან ძალიან ღრმად აქვს გადგმული ფესვები, უამრავი ადვოკატი ეყოლება და მარტივი არ იქნება ადამიანს წაართვა ქონება, რომელსაც მილიარდები აქვს ჩადებული ეკონომიკაში, მაგრამ სხვების შემთხვევაში ამის გაკეთება მარტივად შეიძლება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა. როცა ამას მოჰყვა ნაბიჯი, რომელიც მოყვება გაცილებით ნაკლებად კონფლიქტურ სიტუაციებსაც, სწორედ ამიტომ არ იყო ადეკვატური.

დიდი ბრიტანეთი არის სუსტ მდგომარეობაში. „ბრექსიტის“ შემდეგ მისი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ინვესტიციებზე, ამიტომაც, როგორც ჩანს უშვებს, რომ ასეთი გამწვავება რუსეთთან, ქვეყანასთან რომელსაც უამრავი საშუალება აქვს, მათ შორის ფინანსური, არ არის მარტივი გადასატანი. ბრიტანეთი დემოკრატიაა და დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობას ეშინია, რომ მოქალაქეები როცა იგრძნობენ დარტყმას სახლმწიფოზე, მთავრობას გადაირჩევენ. ეს არის მთავარი სისუსტე დემოკრატიული მთავრობების. რუსეთში ამის ნაკლებად ეშინიათ, სანქციების გამო დაზარალდნენ მოქალაქეები, მაგრამ ამას მთავრობისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. პირველ რიგში იმიტომ, რომ დემოკრატია რუსეთში არ არსებობს და მთავრობას ასე მარტივად ვერ გადაირჩევენ. რუსეთისთვის მეორეხარისხოვანია მოქალაქეების კეთილდღეობა და პირველხარისხოვანია მუშტები უქნიოს ინგლისს თუ ამერიკას“, - აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ზომებს, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაც იმავე პასუხს გასცემს დიდ ბრიტანეთს და ქვეყნიდან ბრიტანელებს გააძევებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „რუსეთს კიდევ ერთხელ შერჩება“:

„საპასუხო ნაბიჯად ალბათ რუსეთიც იმავეს იზამს, გააძევებს ბრიტანელებს და მორჩება ამით ყველაფერი. იმდენად სუსტი ნაბიჯი გადადგა ბრიტანეთმა, რომ რუსეთისთვის იგივე ნაბიჯის გადადგმა არაფერი იქნება. ბრიტანელებს რომ დაეყადაღებინათ რუსების ქონება, ამას რუსეთი ასე მარტივად ვერ უპასუხებდა. ასე რომ რუსეთიც იმავეს მოიმოქმედებს და რეალურად გამოვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ვერაფერი უქნა და გამოვა, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ შერჩა, შერჩა იმიტომ, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ნაკლებად მობილიზებულები არიან, რუსეთი კი მობილიზებულია“, - განმარტავს შარაშენიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42