„მთხოვდა კონკრეტული პირის დანიშვნას, არსებობს სატელეფონო მიმოწერაც“ - თამარ ბაგრატია მინისტრის მოადგილეს ზეწოლაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 12:52, 15 Mar, 2018     1919
გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი თამარ ბაგრატია თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბაგრატია აღნიშნავს მიზეზი რეორგანიზაციის პროცესში გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო:

"მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჯერ არ ვაპირებდი რაიმე ტიპის დამატებით განცხადების გაკეთებას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიის თხოვნის გათვალისწინებით, ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მსურს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადეობას.

გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს ასევე ვთვლი, რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც მედიიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გამკლავებისათვის (იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობის პროცესი თუ სხვა ტიპის სტრატეგიული სისტემური ხედვა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია დარგის სპეციალისტებისა და მაღალპროფესიული კადრების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინსტიტუციების გაძლიერება."- წერს თამარ ბაგრატია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42