სამი ქორეპისკოპოსის პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.
თეოლოგი ლადო ნარსია საპატრიარქოს დრევანდელ განცხადებას რეფლექსს უწოდებს:
„რეფლექსია იმაზე, რომ იქნებ თავდაცვითი რაღაც ბარიერები გამოიმუშაონ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უჭერს მათ ბრმად მხარს. თუმცა, ძალიან მცირეა უკვე საზოაგადოების ეს ნაწილი, ახლაც მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ ებრძვიან. ამ ტიპის რიტორიკა მახსენდება მხოლოდ რუსეთის ეკლესიის მხრიდან, ერთადერთი ეკლესია, რომელიც შემიძლია ამ კონტექსტში გავიხსენო, ეს არის რუსეთის ეკლესია, რომელსაც მიაჩნია, რომ მთელი მსოფლიო არის მის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ლადო ნარსია.
მასალის გამოყენების პირობები






