საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „სივრცის დამზოგავი ავეჯის წარმოების“ პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკა - 18:10, 14 Mar, 2018     1824

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „სივრცის დამზოგველი ავეჯის წარმოების“ პრეზენტაცია „ფაბრიკაში“ გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი, გამარჯვებული პროექტის ავტორები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მრავალფუნქციური, ინოვაციური ავეჯის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

ბოლო პერიოდში პრაქტიკულ, მრავალფუნქციურ, მცირე ზომის ავეჯზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული პროექტის მიზანია აწარმოოს სივრცის დამზოგავი ავეჯი, რომელიც სტანდარტული ავეჯის სივრცეს მხოლოდ გამოყენების დროს დაიკავებს, სხვა შემთხვევაში კი დაიკეცება და კომპაქტურად გარდაიქმნება სხვა სახის ავეჯად.

სივრცის დამზოგავი ავეჯი ინოვაციურია და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური ავეჯის გამოყენება პრაქტიკულია მცირე ზომის ოფისებში, საცხოვრებელ ბინებში, ჰოსტელებში და ა.შ. კომპანიამ უკვე წარმოადგინა რამდენიმე საინტერესო მოდელი და დამატებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე.

ახალი სტარტაპის პროდუქციის შეძენა დედაქალაქში უკვე შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„სტარტაპ საქართველოს” ამ ეტაპზე 90 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 70 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42