გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას ულოცავს
პოლიტიკა - 16:40, 14 Mar, 2018     1394
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას ულოცავს.

“ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ხელახალ არჩევნებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობაზე გამარჯვება.

მსურს აღვნიშნო, რომ გერმანელმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის გაძლიერებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შემდგომი კეთილდღეობისა და წარმატებისათვის.

მაშინ როდესაც მთელი სამყარო და კაცობრიობა ახალი გამოწვევების, ურთიერთდაკავშირებული და მზარდი საფრთხეების წინაშე დგას, თქვენი, როგორც კანცლერის როლი არსებითად მნიშვნელოვანია.

მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმატებით გაართმევს თავს არსებულ გამოწვევებს და ახალ მწვერვალებს მიაღწევს ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის.

ნება მიბოძეთ ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდად აფასებს მეგობრულ და ორმხირვად სასარგებლო ურთიერთობებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები. გისურვებთ წარმატებას ყველა თქვენს წამოწყებაში, რომელიც მეგობარი გერმანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ მილოცვის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42