„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა და კომპანია „არემჯიგოლდი“-ის მიერ ამ ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი სამუშაოების ჩატარება, ეკოლოგიური ნორმების უხეში დარღვევა და ასევე ქონების მართვის სააგენტოს მიერ 16.2 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანა. ნაკვეთიმდებარეობს საყდრისის საბადოს შუაგულში, რაც ცხადყოფს, რომ აუქციონს მხოლოდ ერთიმონაწილე ეყოლება. არსებობს საფუძვლიანიეჭვი, რომ ტერიტორიის ნაწილი კომპანიას უკვემითვისებული აქვს და ახალი აუქციონი არისქონების მართვის სააგენტოსა და „არემჯიგოლდი“-ის ერთობლივი გარიგება,შესაბამისად სახეზეა კორუფციის სავარაუდო ნიშნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დროებითი საგამოძიებო კომისიისგამოსაკვლევი საკითხია: 1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია „არემჯიგოლდი“-ის მიერ საბადოზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერების შესწავლა. 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესაძლო კორუფციული სამართალდარღვევები, კომპანია „არემჯი გოლდი“-ის მიერ საბადოზე განხორციელებული სამუშაოების წარმოებისასეკოლოგიური ნორმების დარღვევის საკითხები“ - აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






