"როცა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა ხედავს საქართველოსათვის ევროპული სიკეთეების ხელმისაწვდომობას, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის" -პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:49, 14 Mar, 2018     1371
"საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება"- თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.

"ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით - აზიასა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი გზით. თუმცა საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო რუსეთის მიერ დაისაჯა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ჯანსაღი ამბიცია დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულება რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, თუმცა საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამართული ვიზიტი, რომელზეც ჩვენ ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი მეგობრები ევროპაში, რომ გაეღოთ ევროკავშირის კარი უფრო ფართოდ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ვითარდება და მისი მოსახლეობაც, შესაბამისად, იზოლირებულია განვითარებისაგან. როცა ისინი ხედავენ, როგორ მიდის წინ და ვითარდება საქართველო, როცა თავის პრობლემებს წყვეტს დამოუკიდებლად, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერით ვიცავთ მათ უფლებებს, როცა ხედავენ ამ სიკეთეებს, - რეალურად, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის, რომელიც ვერ დაიკვეხნის თავისი განვითარებით.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გააკეთა ევროპული არჩევანი. აირჩია ქრისტიანობა, რაც ერის იდენტობისა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანი და იმ სახელმწიფოთა ჯგუფის მიმართ ორიენტირება იყო, რომლებიც ევროპულად ვითარდებოდნენ. საქართველომ შეძლო ამ არჩევანის შენარჩუნება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს "უკანა ეზოს" პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება. სრული სურათი უნდა დავინახოთ: ფაქტია, რომ როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები მიიღო, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჰიბრიდული ომის გზით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ საქართველო არ საუბრობდა არც ნატო-ში და არც ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა არანაირად ამის პირობები. მაშინ რუსეთმა რეაგირება მოახდინა საქართველოს დამოკიდებულებაზე, მის დამოუკიდებელ არჩევანზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას აქვს პრივილეგირებული უფლებები იმ ერებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რასაც იგი არ მალავს და ჩვენც ნათლად უნდა ვუთხრათ, იმ ძირითადი, დასავლური ფასეულობების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ, რომლის ერთგულებიც ვართ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42