„ოცნების“ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი - ჰესები, რომელმაც შესაძლოა ზემო რაჭა მიწაში ჩაიტანოს
პოლიტიკა - 12:54, 14 Mar, 2018     3610
დღეს, 14 მარტს, მსოფლიო „მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს“ აღნიშნავს. ზოგადად, ეკოლოგია და გარემოს დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა საქართველო, დემოკრატიისა არ იყოს, მსოფლიოს ამ ხრივაც აოცებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან გარემოს დაცვა მხოლოდ ვერბალურად ხდება. რეალურად კი, ყველაფერი სხვანაირადაა, რასაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გიგანტური ჰესების მშენებლობის ბუმიც მოწმობს. ზოგადად, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მცირე ჰესები აუიცლებელია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოსა თუ ზოგიერთ ინვესტორს მცირე კი არა, გიგანტური ჰესესებისა და კასკადების მშენებლობისკენ აქვს მიდრეკილება. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერ ამით ან ფული თეთრდება ან, სულაც, ცალკეული ადამიანები პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი აქვთ ონის რაიონის მოსახლეობას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ონის ჰესების კასკადი ზემო რაჭაში არათუ კლიმატს შეცვლის, არამედ, მინიმუმ, ოთხ, კერძოდ, ონის მუნიციპატიტეტის უწერის თემის ოთხ სოფელს - ნიგავზებს, ფარავნეშს, ჟამიერეთსა და ჯინჭვის მიწაში ჩაიტანს.

მართალია, ამ მოსაზრებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ონის ჰესების კასკადი ზემო რაჭის გადარჩენის ერთადერთი შანსია, მაგრამ ეს ის შემთხვეაა, როცა მოსახლეობა და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგანან. ყოველ შემთხვევაში, ხალხი კასკადის აშენებისა და შესაბამისად, რიონისთვის კალაპოტის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ ზემო რაჭას სიცოცხლის ფასად დაიცავს და ამ ულამაზესი მხარის განადგურების უფლებას არავის მისცემს!

ვერ ვიტყვით, რომ მოსახლეობის ეჭვი ულოგიკოა, რამეთუ რაჭველებმა მხოლოდ ერთი დღით ადრე გაიგეს, რომ ონის ჰესების კასკადის პროექტის ე.წ. საერთო-სახალხო განხილვა უნდა გამართულიყო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე 5 იანვარს აიტვირთა, ხალხმა 18 თებერვალამდე ამის თობაზე არაფერი იცოდა. 18-ში კი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან შემთხვევით შეიტყვეს, რომ ონის ჰესების კასკადი შენდებოდა.

„2018 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე. წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან.

პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.

ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე, აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს.

ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით, 10 ჰექტარ ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას.

ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. საჯარო განხილვაზე, კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას, კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა.შ.).

ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ "დარიალი ჰესსა" და "ლარსი ჰესს". „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც.

საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:

მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;

მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები;

მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა. 4200 ხე) უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყერის ჩამოწოლის რისკი;

ასევე, ზემოხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაბამისად გამოუსწორებელ შედეგებს.

წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე,“ - ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ზემო რაჭის მოსახლეობამ შეადგინა.

მალევე, პეტიციას ხელი 5 ათასმა ადამიანმა მოაწერა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰესების კასკადს, როგორც იტყვიან, წითელი აუნთო, თუმცა კასკადის მცირერიცხოვანმა მომხრეებმა განაცხადეს, ეს ხუთი ათასი ვირტუალური ხელმოწერა შესაძლოა, ყალბიაო. შესაბამისად, ონის ჰესების კასკადის საწინააღდეგოდ წერილობითი ხელმოწერებიც შეგროვდა.

ონის ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა, თუმცა არავინ იცის, რა დასკვნას დადებს საბოლოოდ დავითაშვილის უწყება. ზოგადად, გადაწყვეტილების ემოცირუ ფონზე მიღება არ შეიძლება. შესაბამისად, ჰესების კასკადის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმაც თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ და სახელმწიფომაც ობიექტური და ზემო რაჭისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.

ამასობაში კი, დღეს, 14 მარტს, თბილისში ჰესების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქცია „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყება და მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტთან გაგრძელდება. აქციის მონაწილეები, როგორც თავად ამბობენ, ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და საქართველოს სხვა ულამაზესი კუთხეების მასშტაბურ დატბორვას და ჰესების მასობრივ მშენებლობას გააპროტესტებენ.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „ოცნება“ ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ჩანს, პოლიტიკა შეცვალა და ჰესების მშენებლობაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42