"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ ელექტრონულად გამოცხადებული აუქციონის ირგვლივ კითხვის ნიშნები არსებობს:
„ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან ვითხოვთ ამ აუქციონის გაუქმებას, იმიტომ, რომ ამ აუქციონის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც სამინისტროს პასუხგაუცემელი დარჩა. მათ დახურულ კარსმიღმა აბსოლუტურად გაუგებარ სიტუაციაში მოინდომეს, კონკრეტულად ამ ნაკვეთზე გამოეცხადებინათ აუქციონი, რაც ძალიან კარგად ვიცით, რომ არის კონკრეტულად ერთი კომპანიის ინტერესებში და ეს კომპანია დაკავშირებულია ადამიანთან, რომელიც ამ ქვეყანაში ფულს შოულობს ბოლო წლების განმავლობაში და მეტს არაფერს აკეთებს, ვგულისხმობ არაფორმალურ მმართველს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სანამ საბოლოო დეტალები გაირკვევა, ჩვენ არ გეგონოთ, რომ იმის წინააღმდეგნი ვართ, საერთოდ აუქციონზე რამე გავიდეს, მნიშვნელოვანია დეტალები გაირკვეს და პირველ რიგში კორუფციული ინტერესები გამოვრიცხოთ, შემდგომ კი ვიმსჯელოთ ლიცენზიისა და მიწის იჯარით გაცემაზე.
საუბარია კომპანია „RMG GOLD“-ზე, რომელსაც აქვს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოციდლება. ჩვენ ვნახეთ ისინი როგორ მოიქცნენ სხვაგან, როცა საქმე ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას შეეხებოდა. ისინი არ განეკუთვნებიან საქართველოს კულურული მემკვიდრეობის სანდო პარტნიორებს, შესაბამისად მათი ნდობა ნაკლებად სასურველია საქართველოსხელისუფლებისა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან“.
მასალის გამოყენების პირობები






