"RMG -ისა და "ოცნების"დანაშაულებრივი ქმედებები - "ევროპული საქართველო" კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 12:16, 14 Mar, 2018     978
„ევროპული საქართველო“ RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
სერგო რატიანის განცხადებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს კომპანია RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტები.

,,RMG -ისა და ”ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად განადგურდა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო. უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებისა და წყლების მძიმე ლითონებით დაბინძურების მაღალი ხარისხი, როგორც 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში, ასევე ნოემბერში. კვლევაში, ასევე, განმარტებულია, თუ რამდენად მავნე ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ ფონზე, RMG GOLD ითხოვს ,,საყდრისის” გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, კერძოდ, მოედნის გაფართოებას. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან აშკარა ხელშეწყობას”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, 13 პოლიტიკური პარტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს განცხადებით მიმართავს. ოპოზიცია სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გაუქმებას მოითხოვენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42