"უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, RMG Gold-ს ხელისუფლება მფარველობს"- ნიკა ვაჩეიშვილი
პოლიტიკა - 11:50, 14 Mar, 2018     1560
13 პოლიტიკური პარტია RMG Gold-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს დღეს მიმართეს.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი.

ოპოზიციონერმა თქვა, რომ აუქციონი უნდა შეჩერდეს, რადგან ის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონოა.

"ეს აუქციონი არის უკანონო იმიტომ, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი და ამას მფარველობს თავად სახელწიფო. რეალური რისკია ეკოლოგიური კატასტროფის, ამიტომ, უნდა შეჩერდეს აუქციონი", - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, შპს RMG Gold-ს სახელმწიფო მფარველობს.

"ჩვენ მივიღებთ ეკოლოგიურ კატასტროფას, რაც დაუშვებელია და სწორედ ამას ვაპროტესტებთ. საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უნდა იყვნენ კონსოლიდირებულები ასეთი მავნებლური ქმედების წინააღმდეგ. ეს სამუშაოები ეკოლოგიურ ვითარებას და რეგიონის წინსვლას მნიშვნელოვნად აზარალებს. ასეთი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან მიუღებელია"- დასძინა ვაჩეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42