„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთვის აღნიშვნა დიასპორის აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 11:24, 14 Mar, 2018     1233
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მიღება გამართა და აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან ერთად, ქართულ დიასპორას უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასთან აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში - 100 წელი უსრულდება პირველ ქართულ რესპუბლიკას და ჩვენ გვაქვს სურვილი შევაჯამოთ განვლილი 100 წელი, შევაფასოთ ის საქართველოს მოსახლეობასთან და ემიგრანტებთან ერთად და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთონ ისინი.

პრეზიდენტის თქმით, მისი ინიციატივით საქართველოში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კამპანია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ", რომელიც სწორედ 100 წლიანი პერიოდის გააზრებას და გაცნობიერებას შეუწყობს ხელს.

"წელს აშშ-ში ჩემი ვიზიტის მიზანი მხარდაჭერისა და ინტენსიური დიალოგის გაძლიერებაა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ერების თავისუფლების აღიარებით გახდა ასეთი ძლიერი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და აქტიური და წარმატებული საქმიანობისათვის საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა იმ ქართველების მისია, რომლებიც ცოდნას იღებენ ამერიკაში, რათა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები თავისი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42