"Open Data Watch"-მა საქართველოს სტატისტიკური სისტემა დადებითად შეაფასა
პოლიტიკა - 11:15, 14 Mar, 2018     1460
ორგანიზაცია "Open Data Watch"-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულია სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და სრულყოფილად მოცვის საკითხები (ODIN-ის გასაცნობად იხილეთ https://vimeo.com/257123501?lite=1).

ODIN-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოს სტატისტიკური სისტემის საერთო შეფასებამ 55 ქულა შეადგინა და მას მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 38-ე, რეგიონში კი პირველ ადგილი მიენიჭა. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია odin.opendatawatch.com/Report/countryProfile/GEO?appConfigId=4

ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს რეგიონების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას "Open Data Watch" უკვე მესამე წელია ახორციელებს.

2017 წელს ღია მონაცემთა შეფასება 180 ქვეყანაში ჩატარდა და მან მოიცვა 21 სტატისტიკური კატეგორია და მოიცავს ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და გარემოს სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს. როგორიცაა: მოსახლეობა და ბუნებრივი მოძრაობა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართლებრივი სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, ეროვნული ანგარიშები, დასაქმება, ფასების ინდექსები, სახელმწიფო ფინანსები, საბანკო სექტორი, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, მიწების გამოყენება, ენერგეტიკული მონაცემები, გარემოს დაბინძურება და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია "Open Data Watch"-ის ვებ-გვერდზე.

ODIN-ის 2017 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ (იხილეთ ბმული odin.opendatawatch.com/report/worldMap), რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ odin.opendatawatch.com/Downloads/otherFiles/ODIN-2017-Annual-Report.pdf.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42