,,ბუნებრივია მისი ეს დამოკიდებულება. როცა ადამიანი ციხეში ზის ტყუილად და თან უმძიმესი ბრალდებით, თან როცა კარგი უნდოდა და აკეთებდა იმას, რაც დაევალა მისთის უზენაესი ხელისუფალის, პატრიარქის მხრიდან და როცა არავინ დაიცვა, მისთვის ცალსახაა, რომ პრეზიდენტიც შესაძლოა იყოს ამ ყევალფრის თანამონაწილე ნებსით თუ უნებლიეთ. აქ მეუფე შიოს ფაქტორიც არის, რომელიც მისი მოძღვარია. ეს ეჭვი გააღრმავა პრეზიდენტმა თავისი ქმედებით“ - განახადა გვარამიამ.
შესაძლოა თუ არა ზეწოლა ყოფილიყო მათ შორის პრეზიდენტის მიმართაც, გვარამია ამბობს, რომ დეკანოზი არც ამას გამორიცხავს. ,,ჩვენ გვინახავს გიორგი მარგველაშვილის გამბედავი პასუხებიც მის მიმართ ზეწოლის მიმართულებით და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. თუ პრეზიდენტს არ ძალუძს გაუმკლავდეს მისი ერთი ხელმოწერით ამ უსამართლობას, მაშინ როგორც პატრიარქმა თქვა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“ - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






