საქართველოს პრეზიდენტმა სენატში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციის საკითხები განიხილა
პოლიტიკა - 21:09, 13 Mar, 2018     1248
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.

სენატორებთან: რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.

"დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

"ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს - რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც დღეს, ამ ვითარებაში, არსებულ პოლიტიკურ ფონზე ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42