„2018 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების დღესთან დაკავშირებით ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელმა შემდეგი ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს:
1. განგრძობითი და პროგრესირებადი რუსული ოკუპაციის პირობებში, სტოკჰოლმის მაგვარი სინდრომის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია პოსტ - საბჭოთა პოპულაციისათვის, აუცილებლად მიგვაჩნია, ლუსტრაციის კანონის მიღება, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პრო - რუსული და რუსული პოლიტიკური პარტიების, მას - მედიისა თუ სხვა ინსტიტუციების მოღვაწეობის აკრძალვას საქართველოში.
2. ამავდროულად, ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელმა კვლავ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს ოკუპაციის შესახებ რეზოლუციის ტექსტში ასახოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისადმი რუსეთ - საქართველოს ომის დროის დანაშაულებებზე არსებული გამოძიების გეოგრაფიული და დროის ჩარჩოს გაფართოების შესახებ“- აცხადებენ „ემპათიაში“.
მასალის გამოყენების პირობები






