"დეკანოზი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს"- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 17:58, 13 Mar, 2018     2372
"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის მონახულების შემდეგ, აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს.

გვარამიას თქმითვე, ევროპული სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს.

"მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი - დეკანოზი გიორგი მამალაძე, არის ქართული სახელმწიფოს მძევალი. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ჩემთვის ამ წუთში სრულიად ნათელია, რომ იგი, როგორც მინიმუმ, შეწყალებულ უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, ამის იმედი არა აქვს.

ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც, თუმცა, ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამართლოს მოიგებს, თუმცა, თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, შეიძლება, კარგად არ დასრულდეს.

"ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გარკვეული საკითხების გადამოწმების შემდეგ ის იმ ინფორმაციაზე ხმამაღლა ისაუბრებს, რომელიც ბრალდებულმა ე.წ. მატროსოვის ციხეში სტუმრობისას მიაწოდა.

„მე ვაპირებ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მათ შორის იმ ინფორმაციებზე, რაც მომაწოდა დეკანოზმა მამალაძემ. უბრალოდ, რამდენიმე დღე დამჭირდება იმისთვის, რომ მისივე მითითებით, გარკვეული საკითხები გადავამოწმო,“ - თქვა გვარამიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42