„პრემიერო... მცირე ,,ლექცია" თემაზე - ,,რა დააშავეთ წერილით", რომელიც რუსეთის რეჟიმთან აფრინეთ“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:31, 13 Mar, 2018     1791
პრემიერ კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილს და კრემლის საპასუხო რეაქციას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა:

„პრემიერო თუ ხვდებით, რა საშინლად ჟღერს მტრის ეს ფრაზა - ,,არ შეიძლება არ მივესალმოთ"!!! ახლა მცირე ,,ლექცია" თემაზე - ,,რა დააშავეთ წერილით", რომელიც რუსეთის რეჟიმთან აფრინეთ.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ,,შედევრი" მთლად მარტო თქვენი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და არ ვიცი, როგორ დავწერო - რეალურ, თუ არაფორმალურ მმართველთან დეტალურად გავლილი გექნებათ, მაგრამ მაინც თქვენი ოფიციალური პასუხისმგლობაა ის, რომ რუსეთის საგარეო უწყებას საქართველოსთან მიმართებაში ესე ნანატრი რეალობა შეუქმენით.

თუ ვერ ხვდებით (თუმცა მე ასე არ ვფიქრობ), ახლავე მოგახსენებთ ამ ჩემს დაპირებულ მცირე ,,ლექციაში":

მაშ ასე,

საქართველოში დღიდან ეროვნული მოძრაობის აღზევებისა, ბატონო გიორგი კრემლი სხვადასხვა მექანიზმებს იყენებდა, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის, ანუ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლის ენერგია სხვა მიმართულებით მიემართა. ერთერთი ასეთი მიმართულება იყო ჩვენი ჩათრევა ეთნოკონფლიქტებში. სადღაც მოგვერივნენ, სადღაც ჩვენ ვივარგეთ, სადღაც კიდევ საერთაშორისო სიტუაცია დაგვეხმარა და მოგვეცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების შანსი. ეს გზა არ იყო და არც დღესაა მარტივი ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი იცით რა არის ბატონო პრემიერო? - რუსეთი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობას ვერ ეგუება და ისევ და ისევ ნაცადი ხერხით გვებრძვის, მათ შორის აგენტურის გააქტიურებით დედაქალაქში, თუმცა უფრო ეფექტურად ჩვენს მოძმეებს და იმ კომფლიქტურ რეგიონებს იყენებს, რომელიც თვითონ შექმნა და ვისთანაც, მათ შორის თქვენ, პირდაპირი დიალოგის იდეით მიმართეთ კრემლს თქვენსავე უსტარში.

ანუ, რა გამოვიდა? - ეთნოკონფლიქტები, რომელიც საქართველოში მხოლოდ კრემლის ინსპირაციაა და ომი რუსეთთან სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რომელიც უკვე შინ და გარეთ ყველამ რუსეთ-საქართველოს ომად აღიარა და არა აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტად, დღეს თქვენ რუსეთისთვის სასურველ კალაპოტში გადაგყავთ? ასე გამოდის და ამიტომაც მოგწერათ ლავროვმა ის სიტყვები, რაც, თავში რომ გითხარით, საშინლად ჟღერს - ,,არ შეიძლება არ მივესალმოთ"- ო !!!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42