არმაზ ახვლედიანი გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიწერილ განცხადების შემდგომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ეხმაურება. ახვლედიანი ლავროვის უწყების პასუხს შეურაცხმყოფელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს:
„იმ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა საქართველო, როდესაც გადამწყვეტი ზომებია მისაღები და ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში კვირიკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი შემცვლელი შეიძლება მასზე უკეთესი აღმოჩნდეს, მაგრამ ამის მიუხედავად ფაქტია, რომ მან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და უფრო მეტიც დღეს კვირიკაშვილის ყოფნა მთავრობის სათავეში უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის“-აცხადებს ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






