„ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეგობარია" - რა განცხადებები გაკეთდა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე
პოლიტიკა - 16:30, 13 Mar, 2018     1936
სპეციალური კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს. განსაკუთრებით რეზონანსული ზაზა შათირიშვილთან გასაუბრება გამოდგა. საპარლამენტო უმცირესობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შათირიშვილს მმართველი გუნდი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ლობირებს.

შეკითხვაზე თუ რამდენად შეძლებს ის, როგორც ბორდის წევრი აკონტროლოს გენერალური დირექტორის საქმიანობა, რომელიც მისი მეგობარია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ის მეგობრობს ვასილ მაღლაფერიძესთან, თუმცა მისი თქმით, ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში, ნაცნობობა და მეგობრობა ხელს არ შეუშლის. შათირიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ მეგობრების გაკრიტიკება არ უჭირს შათირიშვილმა მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილთან მეგობრობა მოიყვანა:

„ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი გაზრდილი, როგორც სტუდენტი და ერთი შვილი არის მის მიერ მონათლული, არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. როდესაც ის ქალაქის მერი იყო და საათის ისტორია მოხდა, მე სახლში არ შემოვუშვი.“- აღნიშნა შათირიშვილმა,

შათირიშვილმა გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ასევე, აუდიტის ბოლო დასკვნას მაუწყებლის ფინანსების თაობაზე არ იცნობს, პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი კი ნანახი აქვს. კითხვაზე, როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ბორდის წევრად აირჩევენ, შათირიშვილმა უპასუხა, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გაცნობას მოკლე დროში მოახერხებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი პროფესიონალიზმის გამო უნდა აირჩეს.

„ბუნებრივია, ის შეიცავს პოლიტიკური გადაწყვეტილების ელემენტებს, ვინაიდან, პარლამენტი სწორედ ამ ტიპის ორგანოა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს მათი პროფესიონალიზმის, ხედვების და მათ შორის, პრინციპულობის კრიტერიუმებით, რაც იქნება იმის გარანტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად განვითარდეს, ის იყოს სანდო და მნიშვნელოვანი მოთამაშე მაუწყებლების სფეროში,“ - განაცხადა დევდარიანმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ნინია კაკაბაძე ერთ-ერთი კანდიდატის, ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზაზა შათირიშვილი საბჭოს წევრი არ უნდა გახდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, თუკი, ზაზა შათირიშვილს დაამტკიცებენ, როგორც ბორდის წევრს. სამეთვალყურეო საბჭოში მისი ადგილი არ არის, იმიტომ არა, რომ ის ვინმეზე ნაკლებია, არამედ სხვა ინტერესების ადამიანი არის, ეს გამოჩნდა მის გასაუბრებაში. ისიც ვიცით, რომ სურვილი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბატონი ზაზა იყოს სამეთვალყურეო საბჭოში, არის ძალიან დიდი. ვფიქრობ, რომ თავად ზაზას მოტივაცია ამ შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელფასი, რომელიც წევრებს აქვთ,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

კონკრეტული კანდიდატების ლობირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ერთ-ერთი კანდიდატი დოდო შონავა აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე საფუძვლიანი დასაბუთება ვერ მიიღო.

"კანდიდატებს ლობირებენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე ამის დადასტურებული ფაქტი არ მაქვს. მე ვიცი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ დადასტურებული ფაქტი არ არის. მაქვს იმის შეგრძნება, რომ იმ სურათზე დაფიქსირებული ადამიანები აუცილებლად მედია საკითხებზე საუბრობდნენ, იმიტომ, რომ იქ ის ადამიანები იყვნენ ვისაც მედიასთან კავშირი აქვს მაგრამ დადასტურებულად იმის თქმა, რომ ვინმეს ლობირებდნენ ამას ვერ დაგიდასტურებთ, არ არის ჩემთვის საკმარისი ეს ინფორმაცია. მაგრამ იმ კანდიდატზე ვისზეც საუბარია, ის ღირსეული კანდიდატია, ცნობილი ადამიანია საზოგადოებისთვის, ძალიან განათლებული და პირადად, მე მის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს და ვერც მექნება“, – აღნიშნა დოდო შონავამ.

სპეციალური კომისია წევრობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმენს და მათგან 12-ს შეარჩევს, რის შემდეგაც სია პარლამენტს წარედგინება. მეურვის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული:

მალხაზ ასლამაზაშვილი

ნინია კაკაბაძე

დონარა შონავა

ზაზა შათირიშვილი

იზაბელა ოსიპოვა

ხატია ყურაშვილი

ზვიად დევდარიანი

ბესო ლილუაშვილი

ნათია სირაბიძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ია მამალაძე

ნათია კობერიძე

ბაია პატარაია

დავით კორახაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42