გიორგი მარგველაშვილმა ჰადსონის ინსტიტუტში ნატოს არაწევრი, მოკავშირე ევროპული დემოკრატიების წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 15:37, 13 Mar, 2018     1267
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდისფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულიგამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე, ევროპული დემოკრატიების წინაშე დგას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები: დენიელ ფრიდი, ალექსანდერ ვერშბოუ, უოლტერ რასელ მიდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიუს ჯექსონი, დოქტორები:რიჩარდ ვაიტცი, სტივენ ბლენკი, კენეტ ვაინშტაინი.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა და ხაზს გაუსვა ამერიკისა და საქართველოსძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, საქართველოს მთავარ და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისარქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას აღნიშნა, ძლიერი და შეუქცევადია საქართველოს მთავრი და უმაღლესი მიზნისაკენ სწრაფვა -დაუბრუნდეს ევროპული ოჯახის ერებს, როგორც წამყვანი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულყოფილი და სრულფასოვანი ერი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, მხარდამჭერების კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

"შეერთებულ შტატებში ვიზიტი ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა, იმისათვის, რათა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკურისაკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და მაღალ სტრატეგიულ რანგში აყვანა მოხდეს. დღეს ჰადსონის ინსტიტუტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს,საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის როლშიყოფნა და ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი", - აღნიშნაგიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად კი, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ალექსანდრაჰოლ ჰოლმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო ძალიან ძლიერი გზავნილი აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ, მხარდაჭერისთვალსაზრისით, უწყვეტი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

"პრეზიდენტმა სრულყოფილად აღნიშნა, იმ წარმატებული ნაბიჯების შესახებ, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ განახორციელა საქართველოსმხარდაჭერისათვის და მან ხაზგასმით აღნიშნა ამ მხარდაჭერის განსაკუთრებულობა და მისი გაგრძელების მნიშვნელობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანიხაზგასასმელი ფაქტია, რომ საქართველოს რეალურად ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი აშშ-ს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და წრეებში, სენატსა დაკონგრესში, ექსპერტულ წრეებში. მე ბრიტანელი ვარ, თუმცა ორი წლის მანძილზე აქ ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პერიოდში, მე ვნახე, თუ როგორ გასცდასაქართველოს მხარდაჭერა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ერთიანი პოზიცია ფიქსირდება.

დღეს მე მოწმე ვიყავი განსაკუთრებული აქტივობის. საუბრის ძირითადი თემები იყო: საქართველოს უწყვეტი ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, მისმტკიცე გადაწყვეტილებას - განაგრძოს მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, და მის ძალისხმევას - განაგრძოს რეფორმების მიმდინარე პროცესი", - აღნიშნაყოფილმა ელჩმა.

დისკუსიას ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი დასაქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42