2018 წლის თებერვალში საიამ მიიღო განახლებული ინფორმაცია კომპანიის არსებული დავალიანების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950,140 ლარს, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს შეადგენს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კომპანიას მიეცა ვადა 2018 წლის 3 მარტამდე დავალიანების გადასახდელად, თუმცა, მათივე ინფორმაციით შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა აღნიშნული ვადაც დაარღვია და დღემდე არაფერი გადაუხდია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ცალმხრივად შეწყვიტოს შპს ინტერნეიშენალ ივენთსთან დადებული ხელშეკრულება.
მასალის გამოყენების პირობები






