გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ქართული მხარისგან პროვოკაციებია მოსალოდნელი.
„იმ ფონზე, როდესაც საქართველო სახელმწიფო ტერორიზმისა და სამხედრო აგრესიის მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციისთვის ყოველთვის მზად ვართ“ - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, სხვადასხვა პროვოკაციების მცდელობები დროდადრო ხორციელდება, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ახდენენ მათ აღმოფხვრას და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობები წარუმატებლად სრულდება.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, თიბილოვის თქმით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით" ატეხილ ისტერიასა და სპეკულაციებს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ბრძოლა უდევს საფუძვლად. "
" რაც შეეხება მედიაში არსებულ სპეკულაციებს და მთლიან ისტერიას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საკითზე, ჩემი აზრით ორი მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით, ეთნიკური სიძულვილის გაღვივებით“ - განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერმა.
„ისტერიის“ მეორე წყაროდ, მან საქართველოს დასავლელი მეგობრები დაასახელა. მისი თქმით, ისინი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩნონ, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები.
მასალის გამოყენების პირობები






